ფოტო: "როცა ვაგებთ სულ 2-3 წუთს ამატებენ ხოლმე, დღეს კი 5 დაამატეს", - დე იონგის სიტყვები, რომელიც მცდარია
„სელტასთან“ 0:3-ს განიავების შემდეგ, ფრენკი დე იონგმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა.
„მსაჯმა ამ მატჩს 5 წუთი დაამატა და კიდევ ერთი ექსტრა-წუთი გვათამაშა. უცნაურია, რადგან როცა ვაგებთ, ყოველთვის 2-3 წუთს ამატებენ ხოლმე. მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს." - აღნიშნა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულებისთანავე.
საინტერესოა, რომ ესპანელმა ჟურნალისტებმა მალევე დაამტკიცეს, რომ დე იონგი ცდება - მეტიც, „ბარსელონას“ ლა ლიგაში განცდილი ბოლო ორი მარცხის დროს, „რეალთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩებში, მსაჯმა 7 და წუთი დაამატა.
„ბალაიდოსზე" გამართულ შეხვედრაში „ბარსელონა" 3:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა გაანიავა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.