ფოტოები: ხავიმ ალ სადის ფეხბურთელებთან დამშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა
ხავიმ, რომელიც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაინიშნა, "ალ სადის" ფეხბურთელებსა და პერსონალს დაემშვიდობა.
41 წლის ესპანელმა სპეციალისტმა გუნდთან დამშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
აღსანიშნავია, რომ ხავი ყატარულ გუნდს სათავეში 2019 წლიდან ედგა, იქამდე კი 4 წლის მანძილზე კლუბის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის კონტრაქტს გაუფორმებენ "ლურჯ-ბროწეულისფრები" თავიანთ ლეგენდას და როგორი იქნება მისი ყოველწლიური ანაზღაურება.
შეგახსენებთ, ხავიმ "ბარსელონაში" რონალდ კუმანი ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაათავისუფლეს.
იხილეთ ფოტოები