უკვე ოფიციალურად: ბარსელონამ მთავარ მწვრთნელად ხავი დანიშნა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი იქნება. როგორც ცნობილი ხდება, "ალ-სადისთვის" განკუთვნილ კომპენსაციას კატალონიური კლუბი და დამრიგებელი გადაიხდიან თანაბრად, 2.5 მილიონი ორივე მხარეს.
"ბლაუგრანა" თავის ახალ თავკაცთან ერთად პირველ შეხვედრას გამართავს საერთაშორისო სანაკრებო შესვენების პაუზის შემდეგ, ანუ ნოემბრის თვის მეორე ნახევარში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის კონტრაქტს გაუფორმებენ "ლურჯ-ბროწეულისფრები" 41-წლის მწვრთნელს და როგორი იქნება მისი ყოველწლიური ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ ხავიმ "ბარსელონაში" ჩაანაცვლა რონალდ კუმანი, რომლის გუნდი გამოიყურებოდა არასტაბილურად, შედეგად - მხოლოდ მეცხრე ადგილი ლა ლიგაში.