"ფულის გამო რომ ვცხოვრობდე, აქ არ ვიქნებოდი", - რიბერი ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ
"სალერნიტანას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ იტალიურ კლუბში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ძალიან გახარებული ვარ ჩემს ახალ გუნდთან და ახალ მწვრთნელთან ყოფნით. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - დავრჩეთ ფეხზე. ყველა თვენგანისთვის, კლუბისთვის და გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მოლაპარაკებებს ბევრი დრო არ დასჭირვებია, სპორტულ დირექტორ ფაბიანის ვიდეოკონფერენციის საშუალებით ვესაუბრე. გულშემატკივრების სიყვარული ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე ვიგრძენი".
"აქ გასართობად არ ვარ. ჯერ კიდევ ბევრი რაღაცის დამტკიცება მომიწევს. სერია ა რთული ჩემპიონატია და თავდაუზოგავად მუშაობა მჭირდება. ფეხბურთით ვცხოვრობ, ფულის გამო რომ მეცხოვრა, აქ არ ვიქნებოდი", - ციტირებს რიბერის სიტყვებს Football Italia.
"სალერნიტანამ" 38 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი 6 სექტემბერს დაადასტურა. გასული სეზონი რიბერიმ "ფიორენტინაში" გაატარა. "იების" მაისურით მან ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ოფიციალურად: ფრანკ რიბერი კარიერას სერია ა-ს გუნდში გააგრძელებს