გადაწყვეტილება მიღებულია - დააჯარიმებს თუ არა იუვენტუსი რონალდუს მაისურის მოსროლის გამო?

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა იმ ეპიზოდზე, რომელიც სერია ა-ს 30-ე ტურში "ჯენოასთან" (3:1) გამართული მატჩის შემდეგ დაფიქსირდა.
ტურინელთა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოედნიდან გასვლისას, თავისი მაისური მინდორზე დააგდო.
"ეს ნორმალურია. ყველა მატჩში უნდა გოლის გატანა. არა მგონია, აქ ჯარიმის მიზეზები არსებობდეს. უბრალოდ ემოციებში იყო, რაც ყველა ფეხბურთელს მოსდის. ვფიქრობ, კლუბი არანაირ სანქციას არ მიიღებს", - ციტირებს პირლოს სიტყვებს Sky Sport Italia.
Goal.com-ის ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მაისური მინდორზე იმიტომ დატოვა, რომ ბურთების მომწოდებელ ბიჭს მის ჩუქებას დაჰპირდა. თუმცა, პირლომ ეს ვერსია არ დაადასტურა.
აქამდე, რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში თამაშისას კაპიტნის სამკლაური მოისროლა, მას შემდეგ, რაც სერბეთის კარში გატანილი ბურთი არ ჩაუთვალეს. მოგვიანებით, მისი სამკლაური სერბეთში საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა.
მაისურის მინდორზე დაგდება და მუშტის კედელზე რტყმა - ჯენოასთან მატჩის შემდეგ, რონალდუ გაცხარებული იყო