ავტორიზაცია

"გადაწყვეტილების თავად მიღების უფლება დაიმსახურა", - ხავიმ მესის მომავალი იწინასწარმეტყველა

"გადაწყვეტილების თავად მიღების უფლება დაიმსახურა", - ხავიმ მესის მომავალი იწინასწარმეტყველა
თარიღი 10 Jun 2021, 23:24

"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა კატალონიური გრანდიდან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და ჯერ არ გაუხანგრძლივებია.

"ვფიქრობ, "ბარსელონაში" თამაშს გააგრძელებს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მასზეა", - ციტირებს 41 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"გადაწყვეტილების მიღების უფლება დაიმსახურა. მესი "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებას არ შეიცვლის", - დასძინა ხავიმ.

მოგეხსენებათ, 2020 წლის ზაფხულში მესიმ "ბარსას" იმდროინდელ ხელმძღვანელობას, რომელსაც სათავეში ხოსეპ მარია ბართომეუ ედგა, გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ ამცნო, თუმცა, საბოლოო ჯამში, დარჩა.

ხავი: "ბარსელონას გაწვრთნა? 3-4 თვეა კლუბის არცერთ წევრთან არ მქონია კონტაქტი"