გადაწყვეტილი ამბავია — ბარსელონა ლა ლიგაში მოასპარეზე ჩრდილომაკედონიელ მეკარეს იმატებს
"რაიო ვალეკანოსა" და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გოლკიპერი, სტოლე დიმიტრიევსკი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს არის.
როგორც გამოცემა Ekipa იტყობინება, კატალონიური გრანდი "რაიოსა" და თავად 28 წლის ფეხბურთელს შეუთანხმდა, ეს უკანასკნელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ყველა დეტალი მოგვარებულია და მხარეებს ისღა დარჩენიათ კონტრაქტი გააფორმონ.
მაკედონიელი კიპერი "რაიოს" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
აგრეთვე, გაცნობებთ, რომ დიმიტრიევსკის ჩრდილოეთ მაკედონიის მაისურით 50 მატჩი აქვს ჩატარებული.