გამოისყიდის თუ არა ჰამბურგი ჩაკვეტაძეს? - გერმანული პრესის ვარაუდი
გამოცემა HSV24-მა გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" შესაძლო დარჩენის შესახებ დაწერა. შეგახსენებთ, ქართველი შემტევი ნახევარმცველი "როტოზენში" იჯარის წესით თამაშობს:
"ჰამბურგს" განათხოვრების წესით აყვანილი ორი ფეხბურთელი ჰყავს: ჩაკვეტაძე და კაუფმანი. მიკელთან დაკავშირებით ყველაფერი თითქმის უკვრ გარკვეული და გადაწყვეტილია".
"მას გუნდში მხოლოდ 211 წუთი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია, ამდენად, თავდამსხმელს "კოპენჰაგენში" დააბრუნებენ. რაც შეეხება გიორგის, მისი საკითხი ისევ ღიაა".
"როტოზენში" არ გამორიცხავენ, რომ მასთან თანამშრომლობა გაგრძელდეს, რისთვისაც შემტევი ნახევარმცველის "გენტიდან" გამოსყიდვაა საჭირო. ქართველს გერმანული გუნდის მაისურით 311 წუთი აქვს ჩატარებული".
"თვის დასაწყისში მან "პადერბორნთან" სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა", - წერს გერმანული გამოცემა "ჰსვ"-ს ფლეიმეიქერის შესახებ, რომელიც ბელგიური კლუბის საკუთრებაში რჩება.