ავტორიზაცია

გარი ნევილი: "არსენალს შეუძლია პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდეს"

გარი ნევილი: "არსენალს შეუძლია პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდეს"
თარიღი 16 ნოე 2023, 12:08
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ლონდონის "არსენალის" ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

"მეთოფეებს შეუძლიათ პრემიერ ლიგის ჩემპიონები გახდნენ. ვფიქრობ, ისინი მიაღწევენ იმ დონეს, რაც გასულ სეზონში ვნახეთ. 

ისინი არც ისე ჩამორჩებიან ლიდერ მანჩესტერ სიტის. ერთადერთი, რაც ნამდვილად მაწუხებს არსენალში, არის ცენტრფორვარდის პოზიცია. მათ აკლიათ ბომბარდირი“, - განაცხადა ექსპერტმა.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მიკელ არტეტას გუნდი 27 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.