ავტორიზაცია

გერმანია და პორტუგალია შესაძლოა ფლეი ოფში ვერ გავიდნენ — რა შეიძლება მოხდეს "სიკვდილის ჯგუფში"?

გერმანია და პორტუგალია შესაძლოა ფლეი ოფში ვერ გავიდნენ — რა შეიძლება მოხდეს "სიკვდილის ჯგუფში"?
თარიღი 19 Jun 2021, 23:23

უნგრეთი - საფრანგეთისა (1:1) და პორტუგალია - გერმანიის (2:4) მატჩების შემდეგ, ევრო 2020-ის F ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა:

საფრანგეთი — 4 ქულა, ბურთების შეფარდება — 2-1

გერმანია — 3, 4-3

პორტუგალია — 3, 5-4

უნგრეთი — 1, 1-4

დარჩენილი მატჩები: 23 ივნისი — პორტუგალია — საფრანგეთი, გერმანია — უნგრეთი.

განვიხილოთ ამ ჯგუფში მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები:

1. საფრანგეთმა ფლეი ოფში გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ფრის შემთხვევაში — მეორეს, თუ გერმანია უნგრეთს დაამარცხებს და პირველს, თუ გერმანია და უნგრეთი ფრედ ითამაშებენ. პორტუგალიელებთან მარცხის შემთხვევაში, ფრანგები მეორეზე გავლენ, თუ გერმანიისა და უნგრეთის შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდება, ხოლო იოაჰიმ ლიოვის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მესამეს, აი თუ უნგრელები აიღებენ 3 ქულას, ის გუნდი იქნება პირველი, ვისაც უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება. ამავე დროს, სავარაუდოდ, საფრანგეთი მესამე ადგილითაც გავა ფლეი ოფში — ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანში მისი ადგილი მოიძებნება.

2. უნგრეთს 1/8 ფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მაგრამ შეიძლება მეორე (პორტუგალიელთა მარცხის შემთხვევაშო) ან მესამე ადგილი დაიკავოს. 4 ქულით უნგრელები, როგორც ფრანგები, დიდი ალბათობით, ფლეი ოფში ნებისმიერი ადგილით გავლენ.

3. გერმანიამ პირველი ადგილი შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაში დაიკავოს, თუ საფრანგეთი პორტუგალიას ვერ დაამარცხებს. ფრით გერმანელები ან მეორეზე გავლენ (თუ პორტუგალია საფრანგეთს ვერ დაამარცხებს) ან მესამეზე (თუ მოუგებს). გერმანელები 4 ქულით ფლეი ოფში მე-3 ადგილით გავლენ, 3 ქულით გასვლა — პრაქტიკულად შეუძლებელია.

4. პორტუგალიასაც შეუძლია პირველი ადგილის დაკავება — საჭიროა საფრანგეთთან 3 ქულის აღება და გერმანიის ვერმოგება. გერმანელთა წარმატების შემთხვევაში, პორტუგალიელები მეორეზე გავლენ. ფრის შემთხვევაში, რონალდუ თანაგუნდელებთან ერთად მესამეზე დარჩება, თუ უნგრელები გერმანელებს დაამარცხებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  — მეორე პოზიციას დაიკავებენ. აი მარცხის შემთხვევაში კი პორტუგალიელები შესაძლოა მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თუ გერმანიაც წააგებს. გერმანელების მსგავსად, მე-3 ადგილით 4 ქულა — ფლეი ოფისთვის კარგი ვარიანტია, 3 — არც ისე.