ავტორიზაცია

გიმარაეშმა ნიუკასლთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიმარაეშმა ნიუკასლთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 07 ოქტ 2023, 16:34
"ნიუკასლის" ნახევარმცველმა ბრუნო გიმარაეშმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

"კაჭაკების" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღნიშნულია, რომ გიმარაეშის ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა მითითებული. 

25 წლის ნახევარმცველი "ნიუკასლში" 2022 წლის იანვრიდან თამაშობს, როცა ინგლისურ გუნდს "ლიონიდან" შეუერთდა.