ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 07 მარ 2024, 11:38
საქართველოს ეროვნული ნაკრების და უოტფორდის შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

sofascore-მა 24 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 8 ქულით შეაფასა და საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა - ჩაკვეტაძემ სუონსის წინააღმდეგ ასისტი გაიფორმა.

ინგლისის ჩემპიონშიპში 36 ტურის შემდეგ უოტფორდს 45 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზე იმყოფება.