ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა
თარიღი 19 თებ 2024, 18:31
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ გამორჩეულ სეზონს ატარებს.

23 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 25 მატჩიდან 8-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. 

ამ შედეგის დაფიქსირებით გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიაში" კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამყარა. 

როცა შედარებისთვის გასულ სეზონში 38 შეხვედრაში კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილს ლა ლიგაში ზედიზედ 63 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც "ვალენსიას" ისტორიაში რეკორდული სერიაა.