გიორგი პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს

27 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა "თელავი" დატოვა და კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, პაპუნაშვილი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დღეს ჩაფრინდება და "კაპაზთან" კონტრაქტს გააფორმებს.
სეზონის პირველი ნახევარი პაპუნაშვილმა "სამტრედიაში" გაატარა, შემდეგ "თელავში" გადავიდა, თუმცა მხოლოდ თასის მატჩში ითამაშა.
რაც შეეხება "კაპაზს", 4 ტურის შემდეგ მათ 4 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან, "კაპაზში" კიდევ ერთი ქართველი - მათე კვირკვია თამაშობს.