გიორგი ქვილითაია: "ქამბექის გაკეთება ადვილი არ იყო“
კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონს“ დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ქართულმა გოლებმა ანორთოსისი მარცხს გადაარჩინა
მატჩის შემდეგ კომენტარი „ანორთოსისის“ ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა, რომელმაც გოლი გაიტანა.
„თამაშის სტარტზე აპოლონი უპირატესობას ფლობდა, თუმცა კაცი რომ გაუძევეს, მოვუმატეთ და გავათანაბრეთ.
ქამბექის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან აპოლონი კარგი გუნდია. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია“, - განაცხადა ქვილითაიამ.