გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების 30 წლის ფორვარდი კარიერას კვიპროსულ "არის ლიმასოლში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
კლუბსა და მოთამაშეს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას ბოლოს "აპოელში" თამაშობდა, რომელთან კონტრაქტიც მაისის ბოლოს ამოეწურა.