გორის დილამ განელი ნახევარმცველი დაიმატა

გორის "დილა" ევროტურნირების დაწყების წინ რამდენიმე ტრანსფერი უკვე დაადასტურა.
აფრიკული მედიის ინფორმაციით, შიდაქართლულ გუნდმა დანკვა სტეფენ ბადუსთან 2-წლიანი კონტრაქტი გაიფორმა.
23 წლის განელი ნახევარმცველი "დილამ" თავიაუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მოთამაშე ბოლოს განას პრემიერ ლიგის "რეალ ტამალეს" მაისურს ირგებდა ვისთანაც კონტრაქტი ამოეწურა.
წყაროს ცნობით, გორული კლუბი განანელ ნახევარმცველის ტრანსფერს მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ვიზასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება.
ბადუმ განას ჩემპიონატის ბოლო სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.