ავტორიზაცია

გრანადამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

გრანადამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
თარიღი 26 ნოე 2023, 19:14
"გრანადას" მთავარი მწვრთნელი პაკო ლოპესი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "გრანადა" კატასტროფულ შედეგებს აჩვენებს, რომელიც გასულ სეზონში სეგუნდაში თამაშობდა. 

მისი მოუგებელი სერია ეროვნულ ჩემპიონატში 12 მატჩს შეადგენს. 14 ტურის შემდეგ გუნდი შვიდი ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.