გრანიტ ჯაკა 25 მილიონად ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა
გერმანული „ბაიერ ლევერკუზენი" „არსენალის" ნახევარმცველის, გრანიტ ჯაკას ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის.
Football.London-ის ინფორმაციით, შვეიცარიელი ფეხბურთელი გერმანულ გუნდში 25 მილიონ ევროდ გადავა.
ჯაკას ბუნდესლიგაში, კერძოდ „გლადბახში" 2012-2016 წლებში უკვე ნათამაშები აქვს, რის შემდეგაც მან პრემიერ ლიგაში შვიდი სეზონი გაატარა და 225 მატჩი ჩაატარა.
ამ ზაფხულს „არსენალის" რიგები უკვე შეავსო კაი ჰავერცმა და სულ მალე უნდა დადასტურდეს დეკლან რაისის ტრანსფერიც, რის გამოც გუნდში ჯაკას ადგილი პრაქტიკულად აღარ რჩება.