ავტორიზაცია

"გრინვუდ, მოკვდი", - ოსასუნა ფანების სკანდირება, რომლის გამოც ლა ლიგა კლუბის დასჯას აპირებს

"გრინვუდ, მოკვდი", - ოსასუნა ფანების სკანდირება, რომლის გამოც ლა ლიგა კლუბის დასჯას აპირებს
თარიღი 17 სექ 2023, 22:11
„ხეტაფე" - „ოსასუნას" დღევანდელ დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა, მადრიდული კლუბის ახალწვეულის, მეისონ გრინვუდის დებიუტი შედგა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი კლუბს ერთწლიანი იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა, მას შემდეგ, რაც წელიწადნახევრის მანძილზე ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშია, რადგან მის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის გამო გამოძიება მიმდინარეობდა.

მშობლიურ „ემიუსთან" შეთანხმებით, ფეხბურთელმა, გამოძიების შეჩერების მიუხედავად, კლუბის თუნდაც დროებით დატოვება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ის იჯარით „ხეტაფემ" აიყვანა.

თუმცა, ლა ლიგაში ფეხბურთელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ატარებენ.

ამგვარად, დღევანდელ შეხვედრაში „ოსასუნას" გულშემატკივრები: "გრინვუდ მოკვდი-ს" სკანდირებდნენ.

როგორც The Athletic-ი იტყობინება, ამის გამო პამპლონური კლუბი ლა ლიგის მხრიდან აუცილებლად დაისჯება.