ავტორიზაცია

გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა

გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა
თარიღი 13 Nov 2023, 11:59
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ფარგლებში, მადრიდის "ატლეტიკო" და ვილიარეალი ერთმანეთს "დაუპირისპირდნენ". 

დიეგო სიმეონეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 3:1.

"ატლეტიკოს" მხრიდან ერთ-ერთი გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა. 

ეს გოლი მისთვის 169-ე იყო მადრიდული გუნდის მაისურით. ამის წყალობით ანტუანმა ატლეტიკოს საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა. 

ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია ლუის არაგონესი გახლავთ, რომელმაც 172 გოლი აქვს გატანილი.

გრიზმანის  კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.