"გთხოვ, გოლები ნაკრებისთვისაც შეინახე" - სანიოლი ლობჟანიძეს მიმართავს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ თურქული სუპერლიგის 21-ე ტურში გალათასარაისთან(4-2) მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდეგ 27 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დააკომენტარა.

"შეინახე რამდენიმე გოლი საქართველოს ნაკრებისთვისაც, გთხოვ," - წერს ფრანგი სპეციალისტი სოციალურ ქსელში.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის თებერვლიდან მუშაობს. მას შემდეგ ფრანგის მონაწილეობით საბა ლობჟანიძემ ნაკრებში 9 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია, ჰატაისპორის მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.