გუნდი, რომელიც არჩევანს ბენიტესს, სარისა და სეტიენს შორის გააკეთებს

РБ-Спорт-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკი" აქტიურად ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს და ამჟამად საუბარია სამი თავკაცის შესახებ.
რუსული კლუბის სიაში ფიგურირებენ უმუშევარი, თუმცა საკმაოდ გამოცდილი დამრიგებლები - რაფაელ ბენიტესი, მაურიციო სარი და კიკე სეტიენი.
იგივე წყარო წერს, რომ "თეთრ-წითლების" ნომერ პირველი კანდიდატურა ბენიტესია და უკვე შემდეგ დანარჩენი ორი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რაფაელის უკანასკნელი გუნდი იყო "დალიან იფანი", სარის - ტურინის "იუვენტუსი", სეტიენის კი "ბარსელონა".
ასევე იხილეთ:
"ამის გამეორება კლოპის გუნდსაც შეუძლია", - ბენიტესმა სტამბოლური სასწაული გაიხსენა