ავტორიზაცია

"გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ" — კვარაცხელია

"გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ"  — კვარაცხელია
თარიღი 09 Jul 2025, 11:19
დღეს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც პსჟ რეალს დაუპირისპირდება და მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, რომელიც თასისთვის ჩელსის შეხვდება. მატჩისწინა ინტერვიუში DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

„დარწმუნებული ვარ, საინტერესო მატჩი იქნება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. ვფიქრობ, მადრიდის რეალთან სათამაშოდ სათანადოდ მოვემზადეთ. შესაძლოა, გარკვეული დაღლილობა ვიგრძნოთ, თუმცა, ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ ტურნირზე გამარჯვებაა და აქ სწორედ ამისთვის ვიმყოფებით. ენერგია ჯერ კიდევ საკმარისად გვაქვს, ამიტომ ვეცდებით, დარჩენილ მატჩებში წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი წარმატების საიდუმლო ჩვენი ერთსულოვნებაა. ბედნიერები ვართ, როცა ერთად ვართ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ და ყოველი მომენტით ვტკბებით. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ."

"რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ მას პატივს ვცემთ, როგორც კარგ პიროვნებას, მაგრამ ხვალ ის ჩვენი მეტოქე იქნება. ამიტომ, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის. რეალი უძლიერესი გუნდია და მათ ყველა მოთამაშეს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა საკუთარ თამაშზე კონცენტრირებაა.“

პარი სენ ჟერმენის და რეალის 1/2 ფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.