ავტორიზაცია

გვარდიოლი: "შემეძლება შვილებს მოვუყვე, რომ 90 წუთის მანძილზე მესის წინააღმდეგ ვიცავდი თავს"

გვარდიოლი: "შემეძლება შვილებს მოვუყვე, რომ 90 წუთის მანძილზე მესის წინააღმდეგ ვიცავდი თავს"
თარიღი 15 Dec 2022, 23:20
ხორვატიის ნაკრების მცველმა, იოშკო გვარდიოლმა, ლეო მესის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.

„რაღაც მხრივ ეს კარგი გამოცდილება იყო, თუმცა მის წინააღმდეგ წინა სეზონშიც ვითამაშე. კლუბში თამაში ეროვნულ ნაკრებში თამაშისგან განსხვავდება.

როგორც მინიმუმ, შემეძლება შვილებს მოვუყვე, რომ 90 წუთის მანძილზე მესის წინააღმდეგ ვიცავდი თავს. იმედია, შემდეგ ჯერზე რევანშს ავიღებთ.“ - აღნიშნა ხორვატმა მცველმა.

მესამე გოლი არგენტინამ მას შემდეგ გაიტანა, რაც ფლანგზე მესიმ გვარდიოლი მოატყუა და ალვარესს ცარიელ კარზე დაუგორა.