ავტორიზაცია

"გვილიას გაშვება საერთოდ არ გვსურდა" - ლეგიას პრეზიდენტმა მწვრთნელი დაადანაშაულა

"გვილიას გაშვება საერთოდ არ გვსურდა" - ლეგიას პრეზიდენტმა მწვრთნელი დაადანაშაულა
თარიღი 11 Dec 2021, 14:55

პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ვარშავის ლეგია მიმდინარე სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაშია. ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის გარდა, ექსკტრაკლასაში გასავარდნ ზონაში არიან.

"Legia Talk"-თან ვრცელ ინტერვიუში ლეგიას პრეზიდენტმა დარიუშ მიოდუსკიმ ისაუბრა და თქვა, რომ გუნდის წინა მწვრთნელი ვიაჩესლავ მიხნიევიჩი თავის გადაწყვეტილებებში ხელშეუხებელი იყო.

"მიხნიევიჩს პრობლემა ჰქონდა გუნდის სპორტულ დირექტორ რადოსლაცვ კუჩარსკისთან კომუნიკაციის მხრივ. გარდა ამისა, სწორედ მისი სურვილით წავიდნენ გუნდიდან ვაკო გვილია და პაველ ვშოლეკი, რომლებიც ჩვენთვის წინა სეზონებში მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ," - ციტირებს "Legia Talk" ლეგიას პრეზიდენტის სიტყვებს.

ვაკო გვილია ლეგიას 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდი 2021 წლის ზაფხულში დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელი გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა. საქართველოს ნაკრების შუახაზელი გუნდში სერბმა სპეციალისტმა ალექსანდრ ვუკოვიჩმა მიიყვანა.