ავტორიზაცია

"ჰამბურგი სეზონის ბოლომდე ჩაკვეტაძის გამოყენებას მაქსიმალურად ეცდება", - გერმანული პრესა ქართველზე წერს

"ჰამბურგი სეზონის ბოლომდე ჩაკვეტაძის გამოყენებას მაქსიმალურად ეცდება", - გერმანული პრესა ქართველზე წერს
თარიღი 31 Mar 2022, 11:37

ჟურნალმა, HSVLIVE-მა "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გამთამაშებელი "როტოზენში" იჯარით თამაშობს.

"ჩაკვეტაძე ჰამბურგის მაისურით პირველ შედეგიან ქმედებას უკეთეს დროს ვერ მიითვლიდა. გერმანიის თასის შეხვედრაში მისი გუნდი კარლსრუესთან 0:2-ს აგებდა.

მოწინააღმდეგისთვის პასუხის გაცემა ჰაერივით სჭირდებოდა, როდესაც მან თავისი სტატისტიკა გახსნა. დიმანიკურობისა და სისწრაფის წყალობით, ზამთარში გაფორმებულმა მოთამაშემ საჯარიმოში ჩააწოდა და გლაცელს გაატანინა.

დაახლოებით ერთი საათისა და პენალტების სერიის შემდეგ, ერთი რამ აშკარა იყო: გიორგის საგოლე გადაცემამ თამაში შემოაბრუნა და "როტოზენის" 1/4 ფინალში გასვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ის შანსებს აუცილებლად მიიღებს. ქართველ შემტევ ნახევარმცველს ექნება საშუალება, თავისი უნარები უფრო ხშირად გამოავლინოს.

მარტივად გააკეთოს ის, რაც ძალიან ძნელია. ზუსტად ისე, როგორც ეს პირველი შედეგიანი ქმედების მომენტში მოახერხა", - წერს გერმანული გამოცემა "ჰსვ"-ს ფლეიმეიქერის შესახებ.