𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ჰარი კეინმა ბაიერნს და ტოტენჰემს დედლაინი დაუწესა

ჰარი კეინი „ტოტენჰემში“ კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩენას უფრო და უფრო უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ და „ტოტენჰემის“ წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ მისი მომავალი ამ კვირის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.
ფეხბურთელს ინგლისის დატოვება პრემიერ ლიგის დაწყების შემდეგ არ სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნმა“ მისი ტრანსფერი ან ამ კვირაშივე უნდა დახუროს, ან ის „ტოტენჰემში“ დარჩება.
ახლა ყველაფერი „ბაიერნზე“ და „ტოტენჰემზეა“ დამოკიდებული - ლონდონურმა კლუბმა მიუნხენელების სამი შეთავაზება უკვე დაბლოკა, თუმცა „რეკორდმაისტერი“ არ ნებდება და შესაძლოა, კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ სცადოს კეინის წამოყვანა.