ჰიუნდაიში ყაზაიშვილის დებიუტი შედგა, ქართველი 84-ე წუთზე შემოვიდა
სამხრეთ კორეის K ლიგის მე-4 ტურის მატჩში “უსლან ჰიუნდაისა” და “პოჰანგის” შორის მატჩის 84-ე წუთზე “ჰიუნდაის” რიგებში ცვლილებიდან თამაშში ჩაერთო ვაკო ყაზაიშვილი.
ყაზაიშვილისთვის სადებიუტო მატჩი K ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან და ამჟამად მე-3ადგილოსანთან შედგა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო შედეგი ფრე 1-1 მივიღეთ.
ვაკოსთვის “ჰიუნდაი” კარიერაში მე-4 უცხოური გუნდია. ქართველი ნახევარმცველი აქამდე “სან-ხოსეში” “ლეგიაში” და არნემის “ვიტესში” ასპარეზობდა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩებში ვაკო ყაზაიშვილი დააკლდება