ავტორიზაცია

ჰოილუნდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჰოილუნდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
თარიღი 08 მარ 2024, 16:15
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

თებერვალში ჰოილუნდმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

პრემიერ ლიგის 27 ტურის შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედი" 44 ქულით მეექვსე ადგილზეა.