იკარდი პრემიერ ლიგაში? — პსჟ-ს არგენტინელის გაშვება უნდა და უკვე გუნდიც შეურჩია
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, წერენ ფრანგულ მედიაში.
პარიზელებმა ცნობილ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშს 29 წლის არგენტინელის "ვულვერჰემპტონში" გადასვლის ორგანიზება სთხოვეს.
როგორც აღინიშნება, იკარდის წასვლამ შესაძლოა "პსჟ"-ში "სასუოლოს" თავდამსხმელის, ჯანლუკა სკამაკას პოტენციური ტრანსფერი დააჩქაროს.
მოგეხსენებათ, მაურო პარიზულმა კლუბმა 2019 წლის სექტემბერში "ინტერიდან" იჯარით დაიმატა, 2020 წლის ივლისში კი მისი კონტრაქტი 50 მილიონ ევროდ შეისყიდა.
გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.