ავტორიზაცია

"იმედი მაქვს, ერთ დღესაც ოქროს ბურთს მოიგებს", - კულიბალიმ თავისი ფავორიტი დაასახელა

"იმედი მაქვს, ერთ დღესაც ოქროს ბურთს მოიგებს", - კულიბალიმ თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 15 May 2022, 13:34

"ნაპოლის" სენეგალელ ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის იმედი აქვს, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელი და მისი თანამემამულე, სადიო მანე "ოქროს ბურთს" მოიგებს.

– ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

"სადიო მანე, რადგან ნაკრებში ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. შესანიშნავი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ერთ დღესაც "ოქროს ბურთს" მოიგებს".

– და რას ფიქრობთ ბენზემას შესახებ?

"უკვე ძალიან, ძალიან დიდი ხანია ვამბობ, რომ ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაზე რთული მის წინააღმდეგ თამაში იყო, რადგან ძალიან ჭკვიანია".

"ოთხი წლის წინ შევხვდი და ვთქვი, უძლიერესი თავდამსხმელია-თქო. დღეს კი ამტკიცებს, რომ არ შევმცდარვარ", - თქვა კულიბალიმ Onze Mondial-თან ინტერვიუში.