"იმედია, წამებით მოკვდები, ნაძირალავ!" - ზინჩენკომ პუტინს მიმართა

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ოფიციალურად, საომარი მოქმედება გამოცხადდა.
მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
"იმედია, წამებით მოკვდები, ნაძირალავ," - დაწერა ინსტაგრამზე ოლექსანდრ ზინჩეკომ, თუმცა სთორი რამდენიმე წუთში წაშალა, ამ მომენტში მისი დედა რუსეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.