ინფანტინო რუსეთის ნაკრების მომავალზე: "გადაწყვეტილებას CAS-ი მიიღებს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული"

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ რუსეთის ეროვნული ნაკრების მომავალზე განცხადება გააკეთა.
"CAS-ი (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო) გადაწყვეტს, ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული", - თქვა ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ.
მოგეხსენებათ, აქამდე, ფიფამ და უეფამ რუსული ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან გაურკვეველი ვადით მოხსნა.
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ CAS-ში საჩივარი შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა და სასჯელი ძალაში დარჩა. CAS-მა აპელაცია ხელახლა აპრილში ან მაისში უნდა განიხილოს.
ასე და ამგვარად, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა რუსულ ფეხბურთს საერთაშორისო ასპარეზზე...