ინფანტინო: "რუსული კლუბების მოკვეთა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა"
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ფეხბურთის მმართველი ორგანოებიდან რუსული გუნდების მოკვეთაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, აქამდე, ფიფამ და უეფამ რუსული ნაკრებები და კლუბები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან გაურკვეველი ვადით მოხსნეს.
"მხოლოდ ის შემიძლია, რომ ლიდერებს დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოვუწოდო", - აცხადებს ინფანტინო.
"რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების მოკვეთა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს ფეხბურთის მოყვარულ ადამიანებს შეეხო. მაგრამ ჩვენთვის მშვიდობის დამყარების გზა გახლდათ", - დასძინა ფიფას ხელმძღვანელმა.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფიფა ორგანიზაციიდან რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას არ აპირებს.