ავტორიზაცია

'ინგლისს ინგლისელი უნდა წვრთნიდეს' - ჯეიმი კარაგერი ნაკრებში ტუხელის დანიშვნაზე

'ინგლისს ინგლისელი უნდა წვრთნიდეს' - ჯეიმი კარაგერი ნაკრებში ტუხელის დანიშვნაზე
თარიღი 17 Oct 2024, 18:43
გარი ნევილის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ტომას ტუხელის დანიშვნას კრიტიკულად კიდევ ერთი ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა.

"ყველაზე პატრიოტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სანაკრებო ტურნირებზე ერთმანეთს ერთი ქვეყნის წევრები მეორისას უნდა ეთამაშებოდნენ - სანაკრებო ფეხბურთს საკლუბოსგან სწორედ ეს განასხვავებს: გუნდში ყველა შენი ქვეყნიდანაა.

მესმის, რომ ზოგ ქვეყანას უცხოელი მწვრთნელი ჰყავს, რათა იქ საფეხბურთო სტრუქტურა შეცვალოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ინგლისს, რომელიც ტურნირების მოგებასთან ახლოსაა, სათავეში უცხოელი მწვრთნელი არ უნდა ედგეს - ეს სწორი არ არის.

არა მხოლოდ ინგლისს... არ მინდა, უცხოელ მწვრთნელს იტალიაში, ესპანეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში ან გერმანიაში ვხედავდე.

ჩემთვის სანაკრებო ფეხბურთი ნიშნავს, რომ გუნდი შენი საუკეთესო მეკარისგან, თავდამსხმელისგან, ცენტრალური ნახევარმცველისგან, მწვრთნელისგან შედგება. სანაკრებო ტურნირები ჩემპიონთა ლიგისგან ამით განსხვავდება. 

სკალონიმ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ არგენტინა გრძნობდა, რომ ის აღნიშნული სამსახურისთვის სწორი ადამიანი იყო. 

დე ლა ფუენტე - მწვრთნელი, რომელიც ესპანეთთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა... ის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში დიდხანს მუშაობდა და ლა ლიგის რამდენიმე კლუბიც გაუწვრთნია, მაგრამ დიდად წარმატებული არ იყო. არც ჩემპიონთა ლიგა მოუგია ან რამე მსგავსი. 

და ამ სპეციალისტებმა მოიგეს 2 დიდი სანაკრებო ტურნირი, რომელშიც ინგლისიც მონაწილეობდა.

არასდროს მიფიქრია, რომ ჩემპიონობისთვის სუპერ მწვრთნელი გჭირდება. ასე რომ, ფეხბურთელებიც შენი ქვეყნიდან უნდა იყვნენ და მწვრთნელიც.

ჩვენმა ქვეყანამ დიდებული სპეციალისტი მოიყვანა, მაგრამ ინგლისს ინგლისელი უნდა წვრთნიდეს," - განაცხადა კარაგერმა Sky Sports-ზე.

ტომას ტუხელი "სამ ლომს" 2025 წლის იანვრიდან ჩაიბარებს. გერმანელმა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციასთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.