ავტორიზაცია

ინგლისური და გერმანული გუნდები ოთარ კაკაბაძის ტრანსფერით ინტერესდებიან

ინგლისური და გერმანული გუნდები ოთარ კაკაბაძის ტრანსფერით ინტერესდებიან
თარიღი 03 ივლ 2024, 16:52
პოლონური გამოცემის SportoweFakty-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "კრაკოვიას" მცველის ოთარ კაკაბაძის მიმართ ინტერესი ინგლისურმა და გერმანულმა კლუბებმა გამოიჩინეს.

ქართველი უნივერსალის შესახებ ინფორმაცია ჩემპიონშიპის ორმა და მეორე ბუნდესლიგის ერთმა გუნდმა მოითხოვა.

როგორც წყარო იტყობინება, უახლოეს დღეებში ან კვირებში "კრაკოვიამ" შესაძლოა ოფიციალური შეთავაზება მიიღოს კაკაბაძის ტრანსფერის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი ევრო 2024-ის დაწყებამდე გაახანგრძლივა, რომელიც ძალაში 2027 წლის ზაფხულამდეა.