ავტორიზაცია

ინტერმა ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოჰყო

ინტერმა ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოჰყო
თარიღი 26 აპრ 2024, 16:59
როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერმა" იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

"ნერაძური" მომავალ სეზონში გაძლიერებას უკვე გეგმავს. 

Tuttosport-ის ცნობით, მილანურმა კლუბმა ზაფხულის ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოჰყო. 

"ინტერი" მომდევნო მატჩს კვირას, 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.