"იქ თამაში ჩემთვის ზეციური სიამოვნება იყო", - იგუაინმა ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა მადრიდულ გრანდში ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.
"რეალი" ისტორიაში საუკეთესო კლუბია. ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდია", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს La Nacion-ი.
"ამ კლუბში 19 წლის ასაკში მოხვედრა და იქ 26 წლამდე თამაში ჩემთვის ზეციური სიამოვნება იყო. მადრიდზე დიდი არაფერია", - დასძინა გონსალომ.
მოგეხსენებათ, იგუაინი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა.
34 წლის არგენტინელი ამჟამად ამერიკულ MLS-ში თამაშობს, სადაც "ინტერ მაიამის" რიგებში ირიცხება.