ისტორიული სვლა შეწყდა - ინაკი უილიამსი 7 წლის შემდეგ ლა ლიგის მატჩს პირველად ტოვებს

„ბილბაოს“ ფორვარდი ინაკი უილიამსი 7 სეზონის შემდეგ ლა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს.
„ატლეტიკის“ და განის ნაკრების ფეხბურთელი „სელტასთან“ დღევანდელ მატჩს დისკომფორტის გამო ტოვებს. 28 წლის ფეხბურთელი ბასკური კლუბის განაცხადშიც ვერ მოხვდა.
2016 წლის 20 აპრილის შემდეგ, უილიამსმა ლა ლიგაში ზედიზედ 251 მატჩი ჩაატარა, ანუ 6 სეზონის მანძილზე 38-ვე მატჩში იღებდა მონაწილეობას, ახლა კი მისი სერია შეწყდა. თუმცა, ის უკვე ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგის მფლობელია.
ამ სეზონში ინაკიმ ჩემპიონატის 18 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.