ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე მეორე ბუნდესლიგის ლიდერის წინააღმდეგ? - გერმანული პრესა ქართველის შანსებზე
ავტორიტეტულმა Bild-მა "ჰამბურგის" შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა. გერმანული გამოცემა ქართველი გამთამაშებლის მოსალოდნელ ოფიციალურ დებიუტს შეეხო.
"ვიხილავთ თუ არა ჩაკვეტაძის ოფიციალურ დებიუტს დარმშტადტთან შეხვედრაში? მან ჰამბურგის მთავარ მწვრთნელზე, ტიმ ვალტერზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა.
თავის შანსს აუცილებლად მიიღებს გიორგი, რომელიც თამაშში უდიდესი ალბათობით სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. მისი 90 წუთით დატვირთვა ნაკლებად სავარაუდოა.
გუნდში აანალიზებენ იმ ფაქტს, რომ ქართველი ფლეიმეიქერი დიდი ხნის მანძილზე იყო უთამაშებელი და სწორედ ამიტომ, მისი ინტეგრირება ეტაპობრივად მოხდება", - წერს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ "ჰსვ"-სა და "იების" შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს, ჩვენი დროით 16:30 საათზე. აქვე დავამატებთ, "დინოზავრების" მოწინააღმდეგე მეორე ბუნდესლიგას ლიდერობს.