ავტორიზაცია

იუვენტუსი ვლახოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

იუვენტუსი ვლახოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
თარიღი 28 თებ 2024, 16:19
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩი მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 
"ბებერი ქალბატონის" მესვეურები სერბისთვის ახალ კონტრაქტის გაფორმებაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ფინანსურმა კომპონენტმა ამ გადაწყვეტილებას ხელი შეუშალა.

La Gazzetta dello Sport-ის განახლებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. 

სავარაუდოდ, 24 წლის ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს. ფორვარდს სურს საკუთარი მომავალი ტურინულ კლუბს დაიკავშიროს.