ავტორიზაცია

იუვენტუსის ფორვარდით ნიუკასლი ინტერესდება

იუვენტუსის ფორვარდით ნიუკასლი ინტერესდება
თარიღი 04 დეკ 2023, 15:37
"ნიუკასლი" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ მატიას სოულეს აკვირდება, რომელიც მიმდინარე სეზონს "ფროზინონეში" იჯარით ატარებს. 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კლუბებს შორის უკვე დაწყებულია.

წყაროს ცნობით, გარიგების თანხა 25 მილიონი ევრო უნდა იყოს. თუ გარიგება შედგა, 20 წლის ვინგერი ზაფხულში ედი ჰოუს გუნდს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სოულემ იტალიის სერია A-ში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.