ავტორიზაცია

იუვენტუსმა პოლ პოგბას შემცვლელი შეარჩია

იუვენტუსმა პოლ პოგბას შემცვლელი შეარჩია
თარიღი 07 Oct 2023, 12:10
მას შემდეგ რაც პოლ პოგბა მეორე დოპინგ ტესტზეც ჩავარდა, ტურინის "იუვენტუსის" მდგომარეობა გაუარესდა. 

ფრანგ ნახევარმცველს ახლა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება და შესაძლოა "იუვენტუსმა" მოთამაშეს კონტრაქტი გაუწყვიტოს.

"იუვენტუსმა" ნახევარდაცვის გასაძლიერებლად კანდიდატთა მოკლე სია უკვე შეადგინა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ამ სიის სათავეში პიერ-ემილ ჰოიბიერგია. 

ამ სეზონში დანიელი "ტოტენჰემის" შემადგენლობაში პრაქტიკულად არ თამაშობს. 

"ტოტენჰემმა" შესაძლოა პიერ-ემელ ჰოიბიერგი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს.