ავტორიზაცია

ჯეიდონ სანჩო შესაძლოა ყოფილ გუნდში დაბრუნდეს - ხელფასის ნაწილს იუნაიტედი გადაიხდის

ჯეიდონ სანჩო შესაძლოა ყოფილ გუნდში დაბრუნდეს - ხელფასის ნაწილს იუნაიტედი გადაიხდის
თარიღი 20 ოქტ 2023, 22:54
ევროპული კლუბები ჯეიდონ სანჩოთი ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ფეხბურთელსა და ერიკ ტენ ჰაგს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც ინგლისელი„ იუნაიტედის“ განაცხადში ვერ ხვდება და დღეს გუნდურ ფოტოშიც არ მიიღო მონაწილეობა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, სანჩოს იჯარით დამატების ვარიანტს ამ ეტაპზე იტალიური, თურქული და გერმანული კლუბები განიხილავენ.

ყველაზე აქტიურად ბოლო დროს დორტმუნდის „ბორუსიაზე“ იწერება, რომელშიც სანჩო „იუნაიტედში“ გადასვლამდე თამაშობდა. თუ ეს იჯარა შედგა, ფეხბურთელის ხელფასის გარკვეულ ნაწილს კვლავ „წითელი ეშმაკები“ გადაიხდიან.