ჯეიმი ვარდიმ ლესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ლესტერმა" თავდამსხმელ ჯეიმი ვარდისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
37 წლის ფეხბურთელმა შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
ვარდიმ "ლესტერის" შემადგენლობაში 464 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 190 გოლი გაიტანა და 66 საგოლე გადაცემა გააკეთა.