ავტორიზაცია

კამავინგასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

კამავინგასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 05 ივლ 2021, 13:26

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის ცნობით, "რენის" ცენტრალური ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

საუბარია არა მადრიდის "რეალზე" ან "პარი სენ-ჟერმენზე", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომელსაც ფრანგი ჰავბეკის ტრანსფერი 30 მილიონი დაუჯდება.

იგივე წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებების პროცესი "წითელ ეშმაკებსა" და "დოგებს" შორის წარმატებული სვლით მიმდინარეობს.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "შავ-წითლების" აღზრდილი კარიერას სწორედ "მანკუნიანელების" რიგებში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, 18-წლის შუახაზელი "რენის" მთავარ გუნდში გამოჩნდა 2019 წელს და ამ დროის განმავლობაში მან 82 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.