კარაგერი: "სალაჰს მოუვიდა იგივე, რაც რამდენიმე წლის წინ რონალდუს - ეს სიგიჟეა"
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა აფრიკის თასის ფინალზე ისაუბრა.
სენეგალმა და ეგვიპტემ ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, რის გამოც საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც გამარჯვება სენეგალელებმა მოიპოვეს, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სადიო მანემ შეასრულა, სალაჰამდე ჯერი კი არც მისულა.
„აი ამიტომ არ უნდა დაარტყას ურტყამდეს გუნდის პენალტების საუკეთესო შემსრულებელი მეხუთე. სალაჰმა ფინალში, ეგვიპტეს მაისურით თერთმეტმეტრიანი არ შეასრულა - ეს სიგიჟეა.
იგივე მოუვიდა რამდენიმე წლის წინ რონალდუსაც, პორტუგალია - ესპანეთის მატჩში.“ - ციტირებს კარაგერს Daily Mail.
ცნობისთვის, სენეგალმა აფრიკის თასის ტიტული თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა.