ავტორიზაცია

"კარგად დაიწყო, შემდეგ კი გაქრა", - ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიაზე

"კარგად დაიწყო, შემდეგ კი გაქრა", - ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიაზე
თარიღი 03 Sep 2023, 11:49
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ნაპოლისა" და "ლაციოს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში კი უბრალოდ გაქრა, როგორც მთლიანად გუნდი.

ხვიჩამ მეორე ტაიმში ბევრი ბურთი დაკარგა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან პირველ ტაიმში მომენტები ჰქონდა და არ გაუმართლა", - განაცხადა გარსიამ.