კაზემირო: "ოქროს ბურთს ბენზემა მოიგებს, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით, როცა რონალდუ გვყავდა"
"რეალის" ნახევარმცველის, კაზემიროს აზრით, "ოქროს ბურთს" მადრიდელთა თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა მოიგებს.
"გასულ წლებში Bicho (ასე ეძახდნენ ესპანეთში კრიშტიანუ რონალდუს) გვყავდა, რომელსაც 50 გოლი გაჰქონდა და ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას კარიმს".
"მაგრამ ბენზემას არაფერი შეუცვლია, ყოველთვის მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანი იყო, ახლა კი უბრალოდ წინ გადადგა ნაბიჯი გოლების გატანაში".
"ცხადია, "ოქროს ბურთს" კარიმი მოიგებს, მასთან ახლოს ვერავინ მივა", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს AS-ი.
მოგეხსენებათ, "რეალმა" დღეს უეფას სუპერთასზე ფრანკფურტის "აინტრახტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეორე გოლი სწორედ ბენზემამ გაიტანა.